Tuesday, July 18, 2023

გდარდობ! (სატრფიალო)

 გდარდობ!

გდარდობ, არ ვიცი, რატომ და რისთვის,
ან რა დაედო ამას საფუძვლად,
მე ანგელოზებს ველოდი ყინწვისს,
ვკრეფდი მისავე მწვანე სამყურას.
შენ კი იდექი ეზოში მშვიდად,
მხარზე მშვილდით და ხელში ისარით,
გარეთ სიმწიფის ამინდი იდგა,
დაგინახე და უმალ გიცანი.
ოდესღაც ალბათ ვიყავი დალი,
შენ მონადირე ჯიხვზე და შველზე,
დაატარებდი ავგაროზს ათლილს
ბზის კენწეროდან, ბზინავდა მზეზე.
მე ანგელოზებს ველოდი ყინწვისს,
შემომაფეთე თვალები მერცხლის,
მას მერე თითქოს ყინწვისი იწვის,
უსასრულობას ზეცისას ერწყმის.
მაია დიაკონიძე
18.07.2023 წელი

No comments:

Post a Comment