Saturday, July 22, 2023

ჩემს სოფოს!

 

ჩემს სოფოს!

 

სადაფი და მარგალიტი მე ხომ შენში ვცანი,

მარმარილო, ფიქალია შენი თეთრი კანი,

შენს სახეზე მფინარ ვარდებს გაუცინა მზემაც,

ჩემო ქალო, სილამაზით უკვე მისწვდი ზეცას.

 

წარბები გაქვს, როგორც ორი ცისარტყელას რკალი,

ტუჩი ნაზი მარჯანია, აისების კვალი,

მაგ შენს სამოსს, თურინჯისფერს, სიო პეპლებს აბამს,

არ მოგტაცონ შოშიებმა ეგ ლამაზი კაბა.

22.07.2023 წელი

No comments:

Post a Comment