მუზა
(სახუმარო-სალაღობო)
შემოფრინდა ერთხელ მუზა,
იქვე სკამზე ჩამომიჯდა,
ცაზე მაღალს ვწერდი უსტარს,
თვალით ვზომე სილამაზე
მისი, ასჯერ გავიოცე,
მიმიწვევს თქო, ვთქვი, პარნასზე,
მისი ხმა ვერ გავიგონე.
მიმატოვა, ისევ გაქრა,
შეერია ღამის ლანდებს,
ვერა ვპოვე ამის ახსნა,
გული იქნებ ტყუილად ვანდე.
და მას მერე ველოდები,
დამეხმარო იქნებ, ქარო,
პარნასიდან ჩემი მუზის
მოსაწვევი მომიტანო.
მაია დიაკონიძე
26.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment