უფლის ტოლად მოგაქვს თავი,
არა ჰბაძავ ჭაბუკ ზენონს,
არ იცი, რომ ამა ქვეყნად,
ჩვენ კი არა, დრონი მეფობს.
აღარც ოქროსა აქვს ფასი,
თუ მიწაში დაგიმარხავს,
და მიზანსაც უცებ ასცდი,
ვერ იყენებ თუ შენ ტალანტს.
არ გცალია მოყვასისთვის,
გადაგიდევს შენთვის თავი,
არ დაგიდევ, თუკი სხვებმა
ეგოისტებს მიგათვალეს.
სულში თუკი ზეიმია,
გამოუდებ შენს ძმას სარმას
და უყურებ დანარცხებულს...
როგორ წავა საქმე წაღმა?!
თუ კი მიწა, ძველისძველი,
როგორც განძი მოგაბარეს,
შენ იმასაც ჩეხავ, ჰყიდი,
დაემსგავსე ოტამანებს.
აღარა გაქვს სიყვარული,
გულში მხოლოდ ფული ზეობს,
ღმერთიც უკვე დაივიწყე,
ჩვენ არა და დრონი მეფობს.
No comments:
Post a Comment