Saturday, July 29, 2023

ექსპრომტად ზაურ ბაიაშვილს! (ფშაურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ექსპრომტად ზაურ ბაიაშვილს!

(ფშაურ კილოზე)


 აკაკისავით მგონია:

,,არც მიწისა ხარ, არც ცისა"...

სკამია, ჩემო ფშაველო,

ზოგჯერ მიზეზი მარცხისა.

 

ახალგაზრდობას იგონებ,

კვლავ ჟინი გივლის ანცისა,

რომ დაგინახე, ეგრევე,

ფერი დამედვა ცარცისა.

 

ძალიანა გთხოვ, დაიცვა,

უსაფრთხოების ნორმები,

რო ჩამოვარდე, დაგვრჩება,

ლექსები ,,გაუფრმები!"

No comments:

Post a Comment