მიმიღე, უფალო!
დახსნილა ვენები, წვეთავს და სისხლი სდის,
სხეულს ჭამს მძაფრი და უძვალო ტკივილი,
და თითქოს ზეცისკენ უფრთებოდ მივილტვი,
ეჭვები გამჯდარა ნერვებში, დიდი ხნის.
მე გარდაცვლილი ვარ, მაინც აქ შემოვრჩი,
შენთვის რომ მეცქირა თვალებში უბრალოდ,
აღვდექი მკვდრეთიდან დამწვარი ფენიქსი,
აქ ნუღარ დამტოვებ, მიმიღე, უფალო.
და ამაღლებამდე არ არის დიდი დრო,
დაცემა შენამდე ან როგორ ვინატრე,
მხარდამხარ გავყვები დაგეშილ მიმინოს,
უფალო, ბავშვივით უმანკო მიწამე.
მაია დიაკონიძე
13.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment