Thursday, July 13, 2023

ჭილის ქუდი (სალაღობო)

 ჭილის ქუდით მივდიოდი,

გაიტაცა ცაში ქარმა,

შენ შემომხვდი, გაეკიდე...

დამეუფლა ძველი განცდა.

მახსოვს ერთხელ დაიჩოქე,

და მაჩუქე ასი ვარდი,

მერე კიდევ ხელი მთხოვე,

მაგრამ ვაგლახ, არ მიყვარდი.

ახლა როცა მომიტანე 

ჭილის ქუდი, მომაწოდე,

ეს უბრალო ნაზი ქუდი

გახდა ვარდთა საპირწონე.

კი ვინანე, შენც ინანე,

სხვადასხვა რამ, მაინც ერთი,

რატომ ვხვებით ასე გვიან,

თუ ვინ იყო ჩვენი ბედი.







No comments:

Post a Comment