Saturday, July 22, 2023

სადღა არის?! თამარ ნადირაშვილის კომენტარით

სადღა არის?!
სადღა არის, სადღა არის სილამაზე ძველი,
რომ გხიბლავდა სინატიფე ჩემი თეთრი ყელის,
მარგალიტის კბილები და ბაგე თლილი ლალის,
ღუღუნა ხმა, თმები ქერა, ახლა სადღა არის?!
სადღა არის გვირისტებით მოქარგული კაბა,
სირმებით და ოქრომკედით ბებომ ღიმით ჩადგა.
,,დედოფლობა დაგმშვენდება ამერ - იმიერის",
ასეთ ფიქრებს მისცემოდა ბევრსიკეთისმქმნელი.
შენ კი ხელში რომ გეჭირა ჩემი კაბის ფარჩა,
ნეტავ, ჩემზე მოგონება სადმე თუ კი დაგრჩა?
ნეტავი თუ გახსენდები ორიოდე წამით,
მე კი მძიმე ცხოვრებისგან გამწყვეტია ქანცი!!!
სადღა არის, სადღა არის სილამაზე ძველი,
რომ გხიბლავდა ჯადოსნობა ჩემი თეთრი ყელის,
მარგალიტის კბილები და ბაგე თლილი ლალის,
ღუღუნა ხმა, თმები ქერა, ახლა სადღა არის?!
მაია დიაკონიძე
22.07.2023 წელი


Tamar Nadirashvili
სად წავიდა? დრომ წაიღო,
დრო წამობით ითვლის,
მაგრამ მაინც შეგრჩენია
ძველებური ხიბლი.
მაინც ტურფა და საამო
ლამაზი ხარ ახლაც,
რადგან იცი, ყველა ასაკს
თავის ხიბლი ახლავს.
ისევ ნაზი ბაგე გაქვს და
ტკბილხმოვანად გალობ,
ისევ შენზე ბევრ მამაკაცს
თვალი რჩება ქალო.
ისევ თეთრი ყელით დახვალ,
გამკობს თვალითა სიღრმე,
ასაკმა კი მოგიმატა
სიკეთე და სიბრძნე.
სადღა არის სილამაზე?
წარსულ წლებს რომ ნატრობ,
ისევ შენთან, არ წასულა
ახლაც გამკობს მაკო





No comments:

Post a Comment