Thursday, July 20, 2023

ისმის გალობა ანგელოზთა (სატრფიალო)

 ისმის გალობა ანგელოზთა, ნაზია ღამე

და ზამბახების ჩქერალები იფრქვევა თვალთა,

ნუ გაჩუმდები, სიყვარულის მითხარი რამე,

შენთან ვიქნები თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად.

შევერთოთ ლანდებს, ცაცხვის სურნელს მოგვაფრქვევს არე,

საუკუნეთა გამოძახილს მოგვიტანს ქარი,

,,ღმერთი არისო სიყვარული" - იტყოდნენ ადრე,

და დღესაც ისევ ჭეშმარიტი მხოლოდ ეს არის.

თუ გიყვარს, იმას ამჯობინებ ამქვეყნად ყველას,

თუ გიყვარს, მაშინ უარს ეტყვი სიკეთეს ათასს,

და გაიჭრები მინდორ-ველად გიჟად და ხელად,

მიესწრაფები იმის ხილვას და იმის ნახვას.

ისმის გალობა ანგელოზთა, ნაზია ღამე

და ზამბახების ჩქერალები იფრქვევა თვალთა,

ნუ გაჩუმდები, სიყვარულის მითხარი რამე,

შენთან ვიქნები თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად.









No comments:

Post a Comment