მე ღმერთმა ისევ გამიფინა ცხვირწინ უდაბნო,
როგორც სულ ადრე, ბავშვობაში,
ვერაფერს ვხედავდი ქვიშის გარდა,
ახლაც, - ვერაფერს ხედავდეო ქვიშის გარდა,
ქარს გაჰყევიო ბორბალასა, ქმარს გაპოვნინებსო ბობოლასა,
- მეც გავყევი და მაპვნინა, მერე სიზმარეთში მარონინა,
წიგნიდან სიბრძნე მაძოვინა, შვილთათვის ძუძუ მაწოვინა,
დღეები ღამეებს გადაება, აღარ მსურს დღეების გატანება,
მინდა ზღვისპირეთში დავანება, თავზე შემოვიდგა დიადემა.
ძველი ლექსია (2017 წელი)
No comments:
Post a Comment