Saturday, October 14, 2023

 გუნდრუკს რომ უკმევთ ერთმანეთს,

ნაყოფი - არა ხისია,

ახალს არ ამბობთ არაფერს,

ესაა თქვენი მისია!


სულში უძვრებით, სხვას კილავთ,

არავინ დაგრჩათ, ვინც კია,

ისე იღვრებით ღიმილად,

ესაა თქვენი მისია!


თავი რაღაცა გგონიათ,

ამ დროს ქვეყანა სხვისია,

აწყობთ სიტყვების ორგიას,

ესაა თქვენიმისია!




No comments:

Post a Comment