ტანთ შემოუცვამთ მეფის მანტია,
შენი მონა ვარ, ჩემო ქვეყანავ,
წრფელი გული მაქვს, რწმენად ანთია.
კართაგენს განა დასცემდა ვინმე,
რომ არა შური, ბოღმა, ღალატი,
შენი დარდი მაქვს ქვეყანავ, მიყმე,
შენა ხარ, გულში რომ მოკალათდი.
დღე არ თენდება, არა ვფიქრობდე,
როგორ იცლება ოქროსგან ტევრი,
სად გაქრა ქარვა - ლალი, ვიცოდე,
გაძარცვულია ქართული ტყენი.
და უყველპუროდ რომ დავრჩენილვართ,
მიწებიც მიაქვთ უცხო აზიზებს,
ამაოდ ვეძებ გადარჩენის გზას...
რა დამაძინებს!.. რა დამაძინებს!..
No comments:
Post a Comment