Thursday, October 5, 2023

იღბალი მერგო (სატფიალო)

იღბალი მერგო


შემოგეჭამა ტუჩის საცხი, კოცნით აივსე,
პირის კუთხეში დამიტოვე ლავანდის გემო,
აფეთქებულა ირგვლივ ბაღი ვარდ-სამაისე,
ლაღი ჩიტებით გავსებულა სასახლის ერდო.

არ არის ძნელი ჩაიხედო სამყაროს გულში,
თუ ტაჯ-მაჰალის ააშენე გრძნობის სასახლე,
სიყვარული - ხან სიტყვაუხვი და ხანაც მუნჯი,
დროდადრო ჩვენთვის ცხოვრების გზას ისევ ანახლებს.

შემოგეჭამა ტუჩის საცხი, კოცნით აივსე,
პირის კუთხეში დამიტოვე ლავანდის გემო,
და თუ ხანდახან ვერ შევხვდები შენთან აისებს,
ალბათ ასეთი უცნაური იღბალი მერგო.
მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment