გამოვითვალე გრძედი, განედი,
შენი სამყოფი რომ დამენახა,
ზეცაში მთვარედ მისთვის ავედი,
მიწაზე ჩანდი ბროლის ვენახად.
ვით ქორი ხოხობს, გითვალთვალებდი,
ვფხიზლობდი, ჩემო, განა მეძინა,
მუდამ გიცქერდი მზიან თვალებში,
რომ შენი სითბო მეც შემეძინა.
არც ბედისწერის ტრიალს დავნებდი,
არც ცადაწვდილი კოშკების რყევას,
და გადავლახე შენთვის ანდები,
რომ მიყვარხარო, პირისპირ მეთქვა.
No comments:
Post a Comment