ჩაწყდება ხიდი, აღმოვჩნდებით სხვადასხვა მხარეს,
შენ ოსირისი, მე კი შენი ნაზი ისიდა,
და ნაწვეთები შენი სისხლის მარადყოფს ვარდებს,
ის დაამშვენებს მზის ჩასვლას და დილის ირიჟრაჟს.
მეც მოვალ შენთან, დღე იქნება, - სხივთა მორევი
და გრძნობა ჩემი ამოავსებს სულის ემბაზსაც,
ასე მგონია, ამ ქვეყანად მისთვის მოვედი,
რომ შენს თვალებში ოქროსფერი მზე ჩამეხატა.
მაია დიაკონიძე
9.10.2023 წელი
No comments:
Post a Comment