ქალი კორსეტში, ფერმკრთალი ტუჩი,
და მთვარის შუქზე ქათქათა ყელი,
მიძვრება თითქოს სხივები სულში,
ვიცი, ძვირფასო, ისევე მელი.
ვარდის ფურცლები დაყრილი მკერდზე,
ლამაზი თვალი, წამწამი, ტანი,
ვიცი, რომ ფიქრობ ისევე ჩემზე,
მე თითქოს შენ ვარ, შენ - ჩემი ანტი.
No comments:
Post a Comment