დღეს საინტერესო ამბავი შეემთხვა ჩემს ვაჟს - ლევანს. ორთაჭალაში ,,ფრესკოში" რაღაც უნდა ეყიდა, შესასვლელში უცხოტომელი იდგა, სავარაუდოდ, ირანელი, კაცმა სთხოვა, საბანკო ბარათი დამიბლოკეს, იქნებ შვილისთვის პური მიყიდოო, ამან მარტო პური კი არა, ბავშვისთვის საჭმელიც იყიდა, ლიმონათი და მამაკაცს გადასცა. საღამოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შევიდა, მესანთლემ უთხრა, დღეს კურთხევა მაქვს მიღებული და რომელი ხატიც გინდა, ამოარჩიე, წაიღე საჩუქრადო. ლევანი გაოცდა, მერე ეს ხატი ამოარჩია და მოგვიტანა. მადლი არ იკარგება, როგორც მივხვდი, მიანიშნა უფალმა. შეგეწიოთ ყველას წმინდა ნიკოლოზი და ეს ხატი, ამინ!
No comments:
Post a Comment