Tuesday, October 24, 2023

 მე შენი ნახვის სიხარული მერგო წილად დღეს 

აღფრთოვანებას და სილაღეს ვეღარც კი ვმალავ,

ნეტავ იცოდე, მერამდენედ გულში გინატრე

და ვიქნევ დიდი სიყვარულის და რწმენის ალამს.

მაგრამ ამ გულში მაინც ეჭვის ჭია ფათურობს,

თუმცა რა არის სიყვარული რწმენის გარეშე,

არ გამიხდია არასოდეს ტრფობა სათუო,

ჩემი ფიქრები მონატრების სევდით დავგეშე.



No comments:

Post a Comment