Saturday, October 7, 2023

მეფერმკრთალები! (პატრიოტული)

 დღე მშვიდობისა, მეგობრებო! მოღალატეებით გაივსო ქვეყანა, სამშობლოს ღალატი ბეევრი რამაა! როცა ღალატობ საკუთარ საქმეს, საკუთარ თავს! არ ასრულებ შენს მოვალეობებს, ფულის გულისთვის შეგიძლია ბევრ რამეზე დახუჭო თვალი, აღაზევო ისინი, ვისაც არ ეკუთვნის და ვისაც ეკუთვნის, მიწაში დაფლა, ვინც ამას ხელს უწყობს, ისინიც მოღალატენი არიან, რამეთუ უსამართლობას წინ არ აღუდგნენ! გაიხარეთ, იმედის თვალით გავცქერი მომავალს, ჯანმრთელი სულის ახალგაზრდა თაობა მოდის, იხარეთ, იბედნიერეთ!

მეფერმკრთალები!
მეფერმკრთალები, დაგდებია
თვალქვეშ ჩრდილები,
და ეფარები ავადმყოფი
მოხატულ ფარდაგს,
უკან მოგდევენ გარდასულის
ყრუ აჩრდილები,
ვინ ააკვნესებს ბებერ მტკვარზე
დუდუკს და არღანს.
ხორხოცებს, ფრთხება შეძახილზე
გამცემთა კასტა
და რამდენია აქ შეკრული
ღალატის ფიცით...
ქართვლის დედაო, შენს შვილებზე
რა გითხრა გარნა,
მგელმა შეჭამოს, თუ შენ წინარ
იხტუნებს კვიცი...
მაია დიაკონიძე
4.10.2023 წელი

No comments:

Post a Comment