სადღეგრძელო!
(ფერეიდნელ ქართველებს)
სულში ისევ ჩამომდგარა თრობის ჟამი,
განა ღვინით, გრძნობით ვთვრები საგანგებოდ.
გავიძახი: - მიდღეგრძელე, ღმერთო, ამინ,
გასხეპია გვერდზე მუხას ერთი ტოტი,
არა ორიც, იქნებ მეტიც, ახლა ვხედავ,
შემოფრინდი, გამარჯვების სიოვ, მოდი,
შემოაჯექ ზურგზე მარდად ფრთათეთრ ქედანს.
შენთან უნდა გადმოვიდე ალავერდი,
მიუტანე ეს ამბავი ჩვენს ძმებს შორეთს,
შენ ქართველო, ასე ტკბილად დამიბერდი,
სადაცა ხარ, - აქ თუ იქით, გაიგონე!
მაია დიაკონიძე
20.06.2023 წელი
No comments:
Post a Comment