- ღალატი არ შემიძლია, ბებია, თორემ საღალატოს მეტი რაა, - იტყოდა ბებიაჩემი და ღიმილით გადმომხედავდა, შაბიამნის აპარატმოკიდებული ზურგზე, ვენახში მივდიოდით. - აგერ ამ ვენახს შეხედე, ამას ვუღალატო?! თუ აგერ იმას?! - გადახედავდა ყანაში დაბმულ თხას. - ამის მერე კარგად დავიმახსოვრე, რომ ღალატი საშინელებაა, შენი მიწის, შენი სახლის, შენი ოჯახის, შენი შვილის, საყოლის, სამყოფის და ასე შემდეგ. შენი ახლობლის. უმადურობაც იგივე ღალატია.როცა ვერ ხედავ სხვის ამაგს.
No comments:
Post a Comment