Monday, October 2, 2023

თოვლი კი მოდის! (სატყფიალო)


გულზე დარდები შემომესია,
დავფარე მინა წვეთებით ორთქლის,
იქნებ ესაა ჩემი ვერსია, –
შენი სახება თოვლივით მოდის

ჭირხლით დაფარავს გარედან მინას,
მანახებს პეპლებს, ლურჯთვალა იებს,
ღამის ხატება დილით მზეს მიაქვს,
სად სიყვარულის საუფლო ჰგიებს.

თოვლი კი მოდის ფარული ვნებით,
შუშებზე ისევ ვარსკვლავებს ხატავს,
მეხება თითქოს თითები შენი,
რომ განმარიდოს სუსხსა და ავდარს.





No comments:

Post a Comment