ხნე მოგვცეს ღმერთმა!
მზე დაჰფენია ალაზნის მინდვრებს,
ხორბლის ყანები მზის გულზე წვანან,
თითქოს ვიღებდე ჯადოსნურ სითხეს,
არ მოეშალოთ ფესვი და ძირი,
კვლავ ინახავდნენ ცეცხლსა და ღადარს,
კიდევ გაზარდოს ქართველმა გმირი,
ხნე მოეყაროს, ხნე მათუსალას.
ცა მოგვცეს ღმერთმა უფრორე ლურჯი,
სიოზე ვიტყვით, ,,მასუნთქა" ამას,
ზაფხული გვქონდეს, - სიმწვანე სულში,
ხნე მოგვცეს ღმერთმა, ხნე მათუსალას.
გადაძახილი რიონის, თერგის,
ალაზნის, ივრის... - რას ვისმენ ამას!
გმირულ სულს კახის, იმერლის, მესხის,
ხნე მიეც, ღმერთო, ხნე მათუსალას!
მაია დიაკონიძე
29.08.2023 წელი
ხნე - წლოვანება
No comments:
Post a Comment