ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ყველას ვპატიობ!
გადაიყარა თვალებიდან ჯანღის ბურანი,
თვალებშიც მზეა, ჩამომეხსნა გულზე ლოდები,
მიყვარს სამყარო... სახარებაც, თორაც, ყურანიც,
გვირაბის ბოლოს, მზესთან ერთად შენ გელოდები!
ეს გული ახლაც სიყვარულით სავსეა, ჰო — და...
ჩემს თვალში ეშმაც ანგელოზი გახდა ნამდვილი,
ვპატიობ ყველას, — ვინაც ჩემთან რაიმე სცოდა,
ბოროტებისთვის აღარა მაქვს გულში ადგილი!
„ყოფნა?! — არყოფნა?!“
ვინ მტერი არის და
ვინ მოკეთე,
ვერ გავარკვიე, ცხოვრების ფონზე...
ვარ მიჯაჭვული, — როგორც
პრომეთე,
წუთისოფელის კავკასიონზე!
მინავლდა ცეცხლი ჭაბუკურ გზნების,
ცოდვაც და მადლიც,
სინდისით დამაქვს,
გავანახევრე ცხოვრების გზები:
„ყოფნა?! — არყოფნა?!“ —
პასუხი არ მაქვს!
მოქუფრულია ზეცა მამულის,
ჩავიდა მზე და...
ჯერ არ ჩანს მთვარე;
ვძებნე მალამო, ამ ჩვენი წყლულის,
შიგნით ქვეყნისა და ქვეყნის გარე.
მწარეა, ვატყობ, ღვთის განაჩენი,
ტყუილად ველით ბნელში
მზის არილს,
რადგან უძღები მოყვასი
ჩვენი,
მამულის წყლულებს ზედ აყრის მარილს!
მიწა, რომელშიც მარხია
კვართი, —
ღვთისმშობლის ხვედრი მთა და ბარია!
ზოგს საკუთარი ჰგონია
ფართი,
თითქოს ამათი მონაგარია.
გამოიღვიძე, ერო და ბერო,
ჩვენს მიწას ჰყიდის ვიღაცა მურთხი...
ყველას მიაგე სამაგიერო,
—
თავისი წილი ზიზღი
და ფურთხი!
თორემ სულ მალე იქნება
გვიან,
„ქვათა ღაღადის“ ჩამესმის
ხმები...
„რასაც თესავენ,
— იმას
რომ მკიან",
მე იმ ანდაზას
დავეთანხმები!
ხმა ამოიღეთ, რამ დაგვამუნჯა,
მერე რას გვიშველს ცრემლების კმევა...
არ გახსოვთ? ტროას რადაც
დაუჯდა,
იმ „მუქთა ცხენის“
სახლში შეთრევა?
კმარა, გაყიდვა მამულის მიწის!
უნდა გაირკვეს წამსვლელ
– დამრჩენი...
ვიყოთ ერთგულნი საუფლო
ფიცის: —
,,საქართველოა გადასარჩენი!"
აღსარება
ღმერთო, იმას გთხოვ, არ გამხადო ისე საბრალო, –
ჩემი ცოდვები, უსინდისოდ სხვას დავაბრალო;
მე ვერ დავლაშქრე ევერესტი ან ტიანშანი
და ვერც რაინდის ვერ მოვირგე აბჯარ – ჯავშანი;
თუმცა ვერ გავხდი მე სხვებივით ცნობადი, დიდი...
არასდროს ვიყავ მოყვასისთვის ორგული, ფლიდი.
მუდამ ვცდილობდი,ვყოფილიყავ მათთვის გზა – ხიდი...
არას გემდური, – ჩემს ცხოვრებას მე თვითონ ვქმნიდი.
P.S. ღმერთო, იმას გთხოვ, არ გამხადო ისე საბრალო, –
ჩემი ცხოვრების შეცდომები სხვას დავაბრალო!
,,ზოგი ჭირი მარგებელია"
მამულის მიწავ, დამეფინე
კვლავ ფიანდაზად...
დედავ, ძვირფასო! ,,უძღებ შვილზე" არ დაგცდეს ძვირი,
მეთავისება ხალხის სიბრძნე, თქმული ანდაზად:
რომ ,,მარგებელი არის თურმე ხანდახან ჭირი!"
კარგა ხანია, უცხო ზეცის მხურავს საბანი,
დაგაბიჯე და... ა ნ თ ე
ო ს ი ს მომეცა ძალა,
არ დავივიწყე შენი ენა, შენი ანბანი
და გულზე ლოდი დამსუბუქდა ისე, ვით ჩალა.
ბევრჯერ დავუსხლტი ბედისწერით
მოვარდნილ ზვავებს,
ნურვინ იფიქრებს, შევიცვალე და ვიღაც სხვა ვარ...
უბრად ვეწვიე დედისა და მამის საფლავებს
და მათ წინაშე დატუქსული ბავშვივით ვდგავარ.
ნამდვილ სიყვარულს განშორება
ვერ აფერმკრთალებს
და მონატრება, ამ სიყვარულს გულზე მიქარგავს...
არ ვეპუები უზნეობის ბოროტ გრიგალებს,
არც ქართველობა, არც ღირსება, არ დამიკარგავს!
სულ სარკე
მეგონა !
ცხოვრების შარაგზას მოვყვები ეული ,
არც ვინმეს მეფე ვარ,
არც ვინმეს მხლებელი...
ძველებურად მიყვარს მე,
შენი სხეული, —
მარად სანატრელი, ვერ საკარებელი .
ახლაც მაბრიალებს იმ ტრფობის
ალები,
გრძნობის გამხელას ხომ ადრეც
ვერ ვბედავდი,
სულ სარკე მეგონა მე
შენი თვალები, –
რადგან შიგ ყოველთვის ჩემ სახეს
ვხედავდი !
მე ახლაც მორცხვი ვარ და გაუბედავი,
თუმც ფიქრი შემიჩნდა, მაქეზებს, მაწვალებს,
ახლა რომ ჩაგხედო თვალებში, ნეტავი,
თუნდაც ანარეკლად ვაჩნივარ მაგ თვალებს?
ცხოვრების შარაგზას მოვყვები
ეული,
უკვე ჩავლილია ის მატარებელი ...
მე კი ისევ მიყვარს ეგ
შენი სხეული,
No comments:
Post a Comment