Sunday, October 8, 2023

ნანა მეფარიშვილს! მიძღვნა

 გიყურებდი, გიბრწყინავდა 

თვალში ვაზის ცრემლები,

მამულია შენთვის წმინდა,

ასე, რომ ეფერები.

კოხტა ქალავ, თვალებღვრიავ,

გული დარდით გევსება,

ნაკადულად გადმოგღვრია

შენ სამშობლო ცრემლებად,

რწმენით სავსევ, ვაზის ჯვარის

მტვირთველო და მეოხევ,

არ გენახოს ნეტამც ჯავრი,

მინდობილო ღვთიშობელს.




მუხის ფესვი არის, ძელქვა,



სიყვარულის ეშაფოტზე 

თავსაც დადებ სანაცვლოდ,

რომ ბინძური მოსაზრებით,

რომ შეეხონ არასდროს.


No comments:

Post a Comment