ვინღამ იმღეროს დღეს სიყვარულზე,
თუ კი სიმები დასწყდა გიტარას,
სისხლის ნაჭდევი მატყვია გულზე
ვინ მოვიწვიო დღეს მეინახად?!
თუ ფასი არ აქვს არც ნათქვამ სიტყვას
და კაცის გულში ტყუილი ბინადრობს,
თუ კი პირისპირ ფიცი რომ ითქვა,
ის დაარღვიე, ადამიანო!
ვინღამ იმღეროს დღეს სიყვარულზე,
თუ კი სიმები დასწყდა გიტარას,
სისხლის ნაჭდევი მატყვია გულზე
მე მყვარებიხარ და შენ კი არა!
No comments:
Post a Comment