Sunday, October 8, 2023

ბებიას დარიგება

 

ბებიას დარიგება

ჩემო გოგოვ, ასე მითხრა,
ჩემმა ტკბილმა ბებიამ,
ქალმა არა, ანგელოზმა
და სიკეთის ფერიამ,
თუ გინდა, არ დაგელიოს
სახლში ხვავი, ბარაქა,
სიყვარულით სხვებზე ზრუნვა
რომ გაცლიდეს არაქათს,
როცა სტუმარს გაისტუმრებ,
სუფრა კარგად დაბერტყე,
რომ ჩიტებიც დააპურო,
შენი მადლი გაბევრდეს.
ღმერთს შეხედონ, შეჰგალობონ
და გისურვონ სიკეთე,
კმაყოფილი გეყოლება
მტერიცა და მოკეთეც.
ძაღლი, კატა არ დატოვო
არასოდეს მშიერი,
ნახე, როგორ გალამაზდე,
შეგეცვლება იერი.
სილამაზე, თბილი გული,
უკვე დიდი განძია,
დანარჩენი- ოქრო-ვერცხლი?!
ქვიშაა და ცარცია.
მაია დიაკონიძე
8.10.2023 წელი


No comments:

Post a Comment