ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
ევა
ის ღმერთმა შექმნა პირველ ქალად, – სამყაროს დედად...
ჰაეროვანი, ვით ოცნების ლურჯი ფრინველი;
სულ ყველაფერში პირველობა ერგუნა ბედად
და ცოდვა-მადლშიც, ორივეში იყო პირველი.
პირველმა სცოდა, – აკრძალულ ხილს ჩაასო კბილი,
რომ შესძლებოდა კეთილის და ბოროტის წვდომა...
თვითონაც მრავალს მოგვისინჯავს „ნაკრძალი ხილი",
მაგალითად კი მოგვყავს მხოლოდ ევას შეცდომა.
ზურგს უკან დარჩა უფლის ბაღის ზვიადი ბჭენი,
სადაც სატანა, ბოროტული სიბრძნით „გველობდა"...
ბაღის დაკარგვას მისტიროდა კბილების ღრჭენით
და არ იცოდა, უარესი წინ თუ ელოდა.
ელდამ დამეხა... ფეხქვეშ იგრძნო სამყაროს რყევა,
თითქოს ერთ წამში ჩამობერდა ქალი მზედარი...
ქვეყნად ყველაზე უბედური
ყოფილა ევა, –
რადგან პირველმა დაიტირა შვილის ცხედარი.
რატომ უჩემოდ?!
(ემიგრანტის ფიქრები)
ეს გაზაფხულიც უჩემოდ მოვა,
მოვლენ მერცხლები და წეროები,
თვალს გაახარებს ატმების თოვა,
აფეთქდებიან ნუშის რტოები.
შაშვიც დაუსტვენს საამურ
ხმაზე,
თვალს აუხელენ კოკორს ვარდები,
აყვავდებიან დედის საფლავზე,
ჩემი დარგული ყოჩივარდები.
საქართველოსკენ გეზ–აღებული,
წეროთა გუნდი ცას გაანათებს...
მათ გამოვატან, მონატრებული,
იმედით სავსე გულთბილ ბარათებს.
არა მერგუნა ამის საფასე,
–
დარდს რა ჯებირი შემოვუშენო...
როდემდის გავძლო უფალო ასე?!
რატომ უჩემოდ ?! რატომ
უჩემოდ?!
P. S. ეს გაზაფხულიც უჩვენოდ
მოვა?
,,და... მაინც
ბრუნავს!"
როდესაც ქრება იმედი და წარვიკვეთთ სასოს, –
ციცინათელაც ბნელ ღამეში მზესავით ფასობს.
და გალილეის შეძახილი: ,,ის მაინც ბრუნავს!"
იმედით გვავსებს, რადგან ჩვენზე უფალი ზრუნავს.
ვამძიმებთ ცოდვით, ის კი მაინც ამჩატებს მადლით,
ტყუილს და მართალს იგი ზომავს ,,არსენას ადლით!"
,,და მაინც ბრუნავს!" დღეც და ღამეც თავის რიგს ელის,
აისის ნათელს ჩაანაცვლებს დაისის ბინდი...
და მიხარია, როცა ქართველს
ქართველი შველის,
როცა ჩვენს გვერდით ვიღაცაა ,,ხოგაის მინდი".
,,და მაინც ბრუნავს!"... მზე დაგვნათის სხივების მფენი,
იქნებ ამ ლექსმაც მოაღწიოს, უფალო, ცამდე.
შენ დაიცავი, გაამრავლე ქართული გენი, –
და დაიფარე უკუნითი უკუნისამდე!
P.S. ,,ის მაინც ბრუნავს!"
რადგან მასზე უფალი ზრუნავს!!!
ყველას უფალი
შეგეწიოთ!
სიყვარულში ხელმოცარულებს,
ოცნების კოშკებდაქცეულებს,
საკურთხეველთან ვერ მისულებს,
საკურთხეველიდან გაქცეულებს;
ყველას უფალი შეგეწიოთ,
გულით სიყვარულის მატარებელს,
„თავად ღმერთიაო სიყვარული," –
რა ლამაზად უთქვამს მახარებელს!
მტრედი და მათხოვარი
ქალმა მათხოვარი ნახა ზინზლიანი,
ნაზად შეისწორა საყურე და...
ხურდად წინ დაუგდო
მზერა ზიზღიანი, ¬–
ის... პურის ნატეხით
მტრედებს აპურებდა.
იმის ჭუჭყიან ხელს მტრედი არ უფრთხოდა,
მაღლით სულიწმიდა დაჰყურებდა...
თვითონ რომ ფიქრობდა, იმ
მტრედს კუჭს უძღობდა,
მტრედი მის სულს აქეთ აპურებდა.
კაცს აღარც ახსოვდა
თავის მათხოვრობა,
მტრედის საქციელით კვირდებოდა,
თვალები, გულწრფელი ცრემლით ავსებოდა...
იგრძნო, რომ ვიღაცას ისაც
სჭირდებოდა!
P.S. ჩვენც ასე, ყველანი
ერთმანეთს ვჭირდებით,
ზოგი მტრედი ვართ და ზოგიც
მათხოვარი...
და ზიზღით ერთმანეთს თუ
მივაჩერდებით,
ჩვენი საქციელით განგვსჯის
მაცხოვარი!
ჯიუტად მჯერა...
შენი თვალები, ჩემს დანახვაზე
ცისკარივით რომ გაიბრწყინებდა,
თითქოს მიმქრალან ოცნების ცაზე,
დროის ქარტეხილს უხმოდ მინებდა.
ოდესმე ალბათ სუყველა ცდება,
უხმოდ ივსება მოთმენის თასი,
ამაღლებული გრძნობებიც ცვდება,
ერთ დროს რომ თითქოს არც ჰქონდა ფასი.
დაკოჭლებულა ოცნების რაში,
ჩამოინისლა კაშკაშა მზერა...
მე თვალი მაინც გამირბის ცაში,
ხვალინდელი დღის ჯიუტად მჯერა!
გოეთემა თქვა...
გოეთემა თქვა: „კაცი ხარო, თუ გრძნობ სხვის ტკივილს,
და სალბუნს ადებ გვერდში მდგომის გახსნილ იარებს...
ანგელოზი ხარ, თუ შეიგრძნობ მოძმის სიხარულს,
რადგან სიხარულს ძნელად ვინმე თუ იზიარებს!“
ადამიანებს ბევრსა ვხედავთ ახლაც ჩვენს გვერდით,
ანგელოზი კი, — თუ გვინახავს ერთი ან ორი...
უკმაყოფილო რატომღა ვართ აბა შედეგით...
როცა ჩვენს გვერდზე აბიბინდა შური და ჭორი.
ძაღლები ყეფენ... ქარავანს კი გზები აქვს შორი,
არც მოუსმინო, არც ესროლო მზერა მაღლიდან...
დაღრენილ ლაშზე, დუჟის მსგავსად ჩამოსდის ჭორი,
უნდა იყეფონ, სხვას რას ელი აბა ძაღლიდან!
წინ, წინ, გასწიონ, შეუძახე ერთგულ მარეკებს,
და მათი ყეფა ვერასოდეს მოხვდება მიზანს,
შენ შენი გზა გაქვს, ქარავანი იქით გარეკე,
დაე, იყეფონ, მათი ყეფა ვერაფერს გიზამს!
იმედი!
საოცარია ჩვენი განცდები,
თუ გვეგულება ვიღაცა ფარად,
ყველა განსაცდელს მისით ავცდებით,
ვიცით და ... გვძინავს მშვიდად
და წყნარად .
დროში გაჩხერილ მტკივნეულ
წარსულს,
ვიღაცა გვირჩენს ღვთაებრივ
კოცნით,
ძილში თუ ცხადში
მოპარულ ავსულს,
სწორედ ის ებრძვის
ხმლითა თუ ლოცვით.
ამიტომ გვძინავს წყნარად და მშვიდად,
გულის კარებიც რომ დაგვრჩეს ღია...
ის გვეგულება კიბედ
და ხიდად
და მას მოყვასის
იმედი ჰქვია.
ის არის ჩვენი ცხოვრების ძალა,
ხან უსასრულო, ხანაც
მცირედი...
ღმერთო! იმედი არ მოგვიშალო!
არ გაგვიცრუო, ღმერთო,
იმედი!
გვამრავლე, უფალო!
გვამრავლე შენივე
მსგავსება, ხატება,
მოგვმადლე, უფალო,
შვილიშვილთ მატება!
ძეა თუ ასული,
ორივ რომ სწორია,
ამას გვიდასტურებს
ჩვენივ ისტორია!
ჯიში და ჯილაგი, —
ძელქვაზე მაგარი,
სამშობლოს იმედი, —
თორი და აბჯარი!
მძებნელი წინაპართ
გავლებულ კვალისა,
სიკეთის მთესველი, —
დილის მზე ხვალისა!
უშიშო, დევთა და
ავსულთა ქადილის,
მლოცველი ღვთის მადლის
და დედის მანდილის.
გვამრავლე უფალო,
აწი და მარადის,
ქართველთ
საქართველოს
ღვთის ძალა ჰფარავდეს!
სინანული!
ძალიან ბევრი ლექსი ვიცოდი,
ბევრიც გავცერი თვალის
საცერში,
მეც პოეზიის ცეცხლით
ვიწვოდი,
შედევრს ვეძებდი ყველას
ნაწერში.
ბევრიც ვიპოვე, გულით შევაქე, –
ვინაც არ დარჩა მკითხველის ვალში
და მომერიდა, ვინმეს ვენახე,
როგორ ვედექი პოეტებს
კვალში.
სიმორცხვემ მძლია, დავთმე,
დავნებდი,
აღარ დავუწყე რითმას
წვალება...
დღეს გული მწყდება, რატომ დავუშვი, –
ჩემში პოეტის გარდაცვალება!
,,ფერისცვალება!"
არა ვარ მეტი არაფრით
სხვაზე,
თუმც არც უგრძნობი ცივი
ლოდი ვარ ...
მორიელებით სავსე მიწაზე
კუსავით დინჯად მივდი–მოვდივარ.
შემართული აქვთ კუდები
ავად,
თვლიან, მათია მთელი სამყარო;
რომ არ დავჭყლიტო, გზას ვუთმობ
თავად,
ვცდილობ, უსაფრთხოდ რომ
გავატარო.
არ დავუბრუნე არასდროს ,,ხურდა",
ვიღიმები და ვუცქერი მშვიდად,
მდინარის გაღმა გასვლა რომ სურდათ,
–
ბევრს გამოვადექ ნავად და ხიდად.
მაინც მგესლავენ, ცდილობენ
თავისს ,
ბოროტს არა აქვს კვირა–შაბათი...
ვერ მოვიხმარე სიბრძნე
იგავის,
არ ვისარგებლე სულხან–საბათი.
,,ვიდრე არასდროს, – სჯობს თურმე გვიან,"
უნდა ჩავყვინთო და მერე,
– ჰერიიიი...
,,ვინაც რას სთესავს, – მასვე იმკიან" ,
,,წინ წყალი ჰქონდეთ, – უკან მეწყერი!"
კვლავ ძველებურად მიწევს წვალება,
მეც ჩემს ფანდურზე ძველ
ჰანგებს ვმღერი,
დილას გათენდა ,,ფერისცვალება, –
ღმერთო! სიკეთით გვიცვალე ფერი!
No comments:
Post a Comment