დენთის და კვამლის დამდგარა სუნი,
ლიანდაგებზე - მწვანე რონოდა,
არეულია ცოცხალი, მკვდარი,
ის შედეგია, ომებს რომ მოაქვს.
ვეღარ ვაცილებ თვალს ამ სილუეტს, –
ბავშვები მოჰყავს, აქეთკენ მამას,
ნაღმი აკეთებს აქვე პირუეტს,
და შავი ბოლი სილუეტს მალავს.
ზეაპყრობილი თვალები ბავშვის,
ნუთუ დედების წამების დროა,
ლურჯად ქცეულა ტუჩები მარჯნის
ის შედეგია, ომებს რომ მოაქვს.
No comments:
Post a Comment