ცაში წასაღებს ვაგროვებ საგზალს,
ერთი უბირი ამ ქვეყნის მგზავრი,
და აზაზელოს - მკვლელ დემონს ვხატავ,
ჩემს თავს ვადარებ იმ უცნობ არტისტს.
რომ გახდა ბევრი ცდუნების მსხვერპლი,
და იწვის მასში ცოდვის გეენია,
სანამ წამიყვანს ზეცისკნ ეტლი,
მონანიების გრძნობა მეწვია.
No comments:
Post a Comment