Monday, October 2, 2023

 ხან დედოფალივით ვირთვები,

გულზე კი მწუხრი და დარდი მაქვს,

მჩხვლეტენ, სისხლს მადენენ წიწვები,

ქარს მოაქვს ზარის ხმა ბარიდან.

ჩემო სისხლნაკლულო დედაო,

მიათრევ ტვირთსა და საზიდარს,

როგორ ამოვიდგა ენაო,

მერცხალიც უდროოდ გაფრინდა.

ვინღამ იჭიკჭიკოს სიმღერა,

ვინღამ დაგრწყულოს მშობელი,

დავრჩი მე წარსულის ქიმერად,

მემკვიდრედ თვით პეტრე ოცხელის.


No comments:

Post a Comment