Monday, October 2, 2023

 ჩამოსევდილა ჩემი ბაღი, ცრემლებს ღვრის ბია,

მგელთა ყმუილი შემომესმა, იქ სადღაც, გაღმით,

ამ ხმათა ექოს მაინც ჩემი სამშობლო ჰქვია,

შემომსევია გულზე სევდა, ათასი დარდი.


მუსიკას რომ წერს, განმგებელი, მე ვინ ვარ?! ნოტი,

შევცვალო მინდა, მაჟორული მომესმას გამა,

მაგრამ ვინ მოგვცა ამის ნება, ოდით და ოდით,

ჯვარცმის ტკივილი .დასაბამით ტვირთია ქალთა.








No comments:

Post a Comment