ლექსის ,, B " ვარიანტი :
1 . შენ მითხარი : რომ დედოფალს ვგავარ , ვბრწყინავ ისე , როგორც ცვარი ვარდზე , ლამაზებშიც გამორჩევით სხვა ვარ , თუმც დუმილით დარდს გიმატებ დარდზე . 2 . შენ ამბობ : რომ ავაზა ვარ ჭრელი , წინწკლებს მითვლი , ქათიბს ეფერები ... მატყვევებენ ეგ თვალები მწველი და მათ მიღმა გულის ნადებს ვხვდები . 3 . აშკარაა , ცელქი ვნება გვიტევს , ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი , სიყვარული მთელ სამყაროს იტევს და ცხოვრების დასაწყისიც არი ! 11.10.2023 წელი .
No comments:
Post a Comment