Monday, October 23, 2023

ვაჰმე...

 ვაჰმე, ასე უცაბედად რად მიმუხთლე, ავო ბედო,

სხვას თუ ოქრო-ვერცხლი მიეც, მე სულ ია -ვარდი მერგო,

არც მინდოდა, ვამხელ მეტი, სულში სიყვარული ენთო,

გავცქეროდი დაბლა მინდვრებს, მერცხლებს გამოევსოთ ერდო.

განა გთხოვდი მე კიდევ მეტს, დავფრინავდი ნიავ-ქარად,

ქნარზე ლაღად დავმღეროდი ურმულსა და იავნანას,

სად წავიდა სიჩაუქე, ვეღარ ვებრძვი იმ ავსულებს,

ის რომ მივცე ჩემს სამშობლო, ასრე რიგ იმსახურებს.

ზურმუხტი მტერს წაუღია, ძოწეული, ქარვაც მიაქვს,

გაძარცვულა ქართლის ტევრი, კვნესა მოაქვს მხოლოდ ნიავს,

დაქცეულა ეზო-კარი, ვერ იწონებს თავსაც ოდა,

თავს ვიმშვიდებთ და ვიძახით, ,,წინაპარი ჩვენი ცხონდა",

რა ცხონება, ქართველთაგან დაცლლია ჩვენი მიწა,

შემოგვცქერის თვაზე ცრემლით ათონი და მწვანე რიწა,

შენ ქართველო, მაგ სხეულით შენი სამშობლო რომ მიგაქვს,

ნეტავ, როგორ გინდა შეხვდე ზენაართან ღვთიურ მირქმას.










No comments:

Post a Comment