მე კი არსაით მიმეჩქარება!
დროს გავურბივართ ფრთებით ჰერმესის,
ყოფითის ტევრში ჩაფლულნი ვიცდით,
ვაგლახ, მოკვდავთა არასდოს ვიცით.
დავადგეთ ვინმეს ჩრდილად ზაფხულში
ან ყინვა-სუსხში გავუთბოთ ხელი,
შემოვუფინოთ გულს გაზაფხული,
ვინც ამას ასე გულდასმით ელის.
გავცქერით გულის თვალებით გომბორს,
იქ შემოდგომა იწვის ალებად,
ჩამოღვენთია ნისლები კოდორს,
მე კი არსაით მიმეჩქარება.
ვერ დავაღწიე თავი ამ ჭაობს,
ერთი დღე ისევ მეორეს შეცვლის,
მაგრამ როგორაც ეს გული ამბობს,
ყველა სიკეთე მინდოდა თქვენთვის.
მაია დიაკონიძე
21.10.2023 წელი
No comments:
Post a Comment