შემოდგომა
შემოდგომის ეშხითა და
ჭრელ ფერებით ვირთვები,
ჭალა-ჭალა, ვენახ-ვენახ
მომდევს ლექსის რითმები,
ნაპეწლებად, ელვებად,
მომინდება ლურჯა ცხენის
ცაში გამოგელვება.
სიყვარულის აფექტებს და
ეფექტს ქარი მთავაზობს,
მეშინია, რომ არ გავქრე
სადმე უმისამართოდ,
იქნებ ჭალას მივცე თავი,
ყვავილიან კოინდარს,
ანდა სადმე იფნის ბაღში
ავაჟღერებ როიალს.
აწყობილა ეს სიმღერა,
,,დო, რე, მი, ფა,სოლ, ლა, სი",
და ფოთლები ისე ბრწყინავს,
ვით ნაქარგი ოლარი,
თუმცა უკვე დრო გასვლათ
ეფექტებს და აფექტებს,
ჰა, საცაა, ლურჯი ზეცა
თვალებს შემომაფეთებს.
მაია დიაკონიძე
6.09.2023 წელი
No comments:
Post a Comment