Monday, October 16, 2023

დევ-გმირო!

დევ-გმირო!
წინდებს გიქსოვდი, დევ-გმირო,
შიგ ჩავაყოლე ლოცვები,
ჯაჭვის პერანგი მოგაცვი,
შენთვის დავვარდი მლოცველი.
ჯვრებიც ზედ ჩამოგაყოლე,
ფარიც შეგასხი, მახვილიც,
გულს დარდი ამოვაყოლე,
საბრძოლველად რომ გაგიშვი.
სამშობლოს დასაცავადა,
ორბიც შენა ხარ, არწივიც,
ბედმა თუ კიდევ მაცადა,
და არ გამხადა ქვა ცივი...
სულში სულ მზეებს ჩაგიდგამ,
მზესავით უნდა ნათობდე,
სამშობლოს ყველა დამცველსა,
დედა მარიამ გწყალობდეთ.
მაია დიაკონიძე
16.10.2023 წელი





No comments:

Post a Comment