Saturday, October 7, 2023

გაგიფერმკრთალდი! (სატრფიალო)

გაგიფერმკრთალდი!
შენს თვალში ვჩანვარ, როგორც
ერთი ხვიარა ბარდი,
არც ოვაციას ვიმსახურებ,
აღარც ფერებას,
როგორც ხომალდი ჰორიზონტზე,
გაგიფერმკრთალდი,
დროდადრო ჩუმი ნიავი და
სიოც ხელდება.
სხვისთვის ლოცულობ და აწვალებ
შენს ხელში ფსკვნილებს,
და იწყებ სხვათა სიტყვის გამო
სულის ფორიაქს,
მეც თავს დავაღწევ ჩემი გულის
გრძნობათა ციხეს,
რომ საბოლოოდ არ წამშალოს
მელანქოლიამ...
მაია დიაკონიძე
7.10.2023 წელი






No comments:

Post a Comment