თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,
იჭვების სხმულებით თუ კი ვარ სნეული,
ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,
რომ მუდამ ერთ ხორც,და სულ იყოს სხეული.
აღდგომა დამდგარა, ცა წითლად ანათებს,
და შენს თვალებშიაც ვნებები ოხრავენ,
არ მინდა, ოდესმე ისინი გაიხმო,
სანამდე გრძნობები ამ ღამეს მოხნავენ.
ტრფობის ნაზ ყვავილებს რაღა შეედარება,
ვარდებით სავსეა ყოველი კუნჭული,
შეხედე, მზე როცა ამ თვალში ჩადგება,
რა ტურფად ყვავილობს ზეცაში სუმბული..
თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,
იჭვების სხმულებით თუ კი ვარ სნეული,
ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,
რომ მუდამ ერთ ხორც და სულ იყოს სხეული.
,
,
No comments:
Post a Comment