რომ წამიყვანონ ზემოთკენ, ვითხოვ,
აქ მიწონიან, თითქოს გრამებით,
სულის საოხს და სულ მცირე სითბოს.
ვიღაცას რაღაც მუდამ ეშლება,
ადამის ძეა, ყოველთვის ვიტყვით,
გამოსწორება ჩვენი ენებათ,
აქ კი მატულობს ცოდვილთა რიცხვი.
მაინც აქ გვიდგას ჩვენი ფესვები,
ხანდახან იყოს იქნებ ჭიანიც,
იცქირებიან ცაში ვერხვები,
რომ შეიწყალონ ადამიანი.
No comments:
Post a Comment