Thursday, October 19, 2023

ზეინაბ მეტრეველის ლექსი (ყივჩაღისპაემანის გამოძახილი)

იმ ძველ სატკივარს კვლავ ძვლებს ვუხრავ და..ვკონავ თავთუხებს ქარის ნალეწებს,კვლავ ფეხშიშველი ვდგავარ მუხრანთან და სიყვარულის საფლავს დავეძებ..გახსოვს?იმ ღამეს მთვარე გვმაყრობდა და ასტეხვოდა არაგვს ზმორება..ის ყივჩაღი,რომ არ გადაგვყროდა,ჩვენ რა სიკვდილი გაგვაშორებდა..გზის პირას იდგა,ვით მუხის მორი და როს,იელვა ნისლის ძნებს იქით,მე დავინახე,ცხვრის დუმის ქონი,წვერზე ეკიდა სისხლის წვეთივით...მერე,ხმა მახსოვს ხმლების ქნევის და..როგორ დავემხე მოლზე ნამიანს და გამახსენდა,ხელის ხლებიდან შეცოდებამდე ხუთი წამია..მერე,შემმუსვრელ შიშზე ვიდექი სახით-ნახევებ,ელდა-ფითრიან,როცა ყივჩაღმა ქართლის მინდვრები,ყაყაჩოს თმებით წამოითრია..ძლივს ვაკავებდით ვნებით გალეშილს,მომწვდა ლოყაზე ტუჩების ხოხვით...გონზე მოსული ,შენს გრძელ მკლავებში ვეგდე ,ვით მასრა გახეულ ჩოხის...და დავინახე ,მისი ნაკოცნი,როგორ ჩაჰფინე სიმწრით იარებს..მერე,ავკრიფეთ მისი ძვალ-ხორცი და მივუფალით ფეხქვეშ თრიალეთს...სისხლი გდიოდა დაჩეხილ ბეჭთთან,წამოგქცეოდა ეჭვის საღვინე და იმ ,ძაღლმიმკვდარ ყივჩაღთან ერთად,ის სიყვარულიც დამამარხვინე...
ნეტავი წასვლა არ ამეტეხა,მონატრებული მშობლების კარად,ხომ ვიჯდებოდი ახლა მეტეხთან,ოცნებასავით მშვიდად და წყნარად,მტკვარს მოვზიდავდი მზერათა სათლით იქ,სადაც ციხე მხრებით შემოვდგით,ვინ იცის,იქნებ მეცა და ქართლიც,ამ უჯიშოებს არ დავრჩენოდით..დღეს,სიყვარულის ციხე-საძვალეს,დალეწილი აქვს სუყველა კარი და ყივჩაღის ხმლით დაჭრილ ნაწნავებს,კვლავ ძაძასავით მიძენძავს ქარი..წყალს წაჰყვნენ წლები ბებერ ხიდივით,მეც უშენობას ვეღარ მოვცილდი...ათასი წელი სასჯელს ვიხდიდი,სასჯელს,ყივჩაღის ერთი კოცნისთვის..



No comments:

Post a Comment