გოგმანებდა ჩემი სული
ქარიშხალთან, ქარებთან,
მერე ამ დროს უსიცოცხლოს,
ვაჭარივით დანებდა.
ბედად უცებ მომიფრინა
ღმერთმა სულში მერცხლები,
როგორც ბავშვი პაწაწინა,
დღესაც მათ ვეფერები.
ვუყურებ და გული ხარობს,
მათი ცქერით ვერ ვძღები,
ზენაარო, დაიფარე
ის შავ-თეთრი მერცხლები.
No comments:
Post a Comment