როგორც მზე, მათბობს ღიმილი,
კაცის, ბავშვის თუ ქალის,
თქვენც გაიღიმეთ, მზის სხივი
რომ აკიაფდეს თვალში
სიტყვაც თბილი თქვით, მზიანი,
გამოწვით ცეცხლის ალში,
მიართვით ქალებს იანი,
არვინ დაგრჩებათ ვალში.
დაგიბრუნდებათ სიკეთე,
მადლია მისი არსი,
თუ ასე არ გააკეთე,
ყველაფერია ფარსი.
No comments:
Post a Comment