ნუგეშად ეკას:
კუნძულზე გარიყულ რობინზონს მაგონებ,
სასწრაფოდ გიგზავნით ,,იმედის ვაგონებს"
და არც გაიფიქრო,ფარ--ხმალი დაჰყარო.
ტალღებს ხომ უყურებ, უკან რომ იხევენ,
კვლავ ნაპირს უტევენ,--ზვირთები მთავდება...
ამ მიწის სიყვარულს გულში ვერ იტევენ,
მიტომ სიყვარული არასდროს მთავრდება!
ზღვისაგან ისწავლე ლოდინი,გაძლება,
ხან უკან დახევა,ხან ჯიქურ შეტევა...
ლამაზი ოცნება,სამყაროს გასწვდება
და მიკვირს,ჩვენს გულში რარიგად ეტევა!
No comments:
Post a Comment