ნუგეშად ეკას!
სურათის კომენტარი
კუნძულზე გარიყულ
რობინზონს მაგონებ,
წუწუნით რომ იკლებ
ამ ფეის სამყაროს,
სასწრაფოდ გიგზავნით
იმედის ვაგონებს,
და არც გაიფიქრო,
ფარ-ხმალი დაჰყარო.
2.
ტალღებს ხომ უყურებ,
უკან რომ იხევენ,
კვლავ ნაპირს უტევენ,
ზვირთები მთავრდება...
ამ მიწის სიყვარულს
გულში ვერ იტევენ,
მიტომ სიყვარული
არასდროს მთავრდება.
3. ზღვისაგან ისწავლე
ლოდინი, გაძლება,
ხან უკან დახევა,
ხან ჯიქურ შეტევა...
ლამაზი ოცნება
სამყაროს გასწვდება,
და მიკვირს, ჩვენს
გულში რარიგად ეტევა.
ქ. თესალონიკი,
13.09. 2015 წელი
No comments:
Post a Comment