ვიღაცას რაღაც მუდამ ეშლება,
თვით ,,ანგელოზიც" რომ იყოს თუგინდ,
დედამიწაზე ვჩნდებით მერცხლებად,
სულ მტანჯავს ტილო - ,,კივილი" მუნკის.
რომ ვიჟღურტულოთ, ვიქნიოთ ფრთები,
მზეს შევხვდეთ დილით და ავყვეთ ქარებს,
ვკენკოთ მარცვლები ხორბლის და ქერის,
ბარტყებს ვაწვდიდეთ წყალსა და საკვებს.
მაგრამ ქუხილი დგება ხანდახან,
და ელვა, მეხი გვიკრთება თვალში,
ვხედავთ, ვიღაცამ თავი დახარა,
და მწუხარების გვედება ალი.
კვდებიან, ვტირით, თავს ვახლით მიწას,
ვერ აღვუდგებით სიკვდილსაც თუკი,
უფალო, ქვეყნად სამოთხე მინდა,
აღარ მესმოდეს კივილი მუნკის.
No comments:
Post a Comment