ზოგიერთს სურს შარაგზაზე დაგვეწიოს,
ჩვენი სივრცე დაიკავოს მერე,
ზოგს კი უნდა თავის მონად რომ გვაქციოს
და თხასავით გვაკიკნოს ველზე.
ტალახს გვესვრის უნდილი და მაიმახი,
და გვატარებს ამოსვრილებს ლაფში,
საგანგაშო ბგერებს ურევს ზარის ხმაში,
რომ თავისთან მიგვიტყოს ნავში.
უმადურობს შინაურიც, გარეულიც,
და გვითალხავს მოკაშკაშე ფერებს,
მაგრამ სადღაც მაინც ღივის ანეული
და ამ გულშიც სიკეთეა ჯერეთ.
No comments:
Post a Comment