სახლში ერთი ჭაღი მაქვს,
ძველებური, წინაპრების სახსოვარი.
რაც მოვედი, აქა ჰკიდია,
(არა და როგორ მომწონდა!),
35 წელი, თან საწოლ ოთახში,
ხან რომელი ნათურა გადაეწვება,
ხან რომელი, პატრონებიც დაუზიანდა,
პლაფონებიც გაუშავდა,
აღარც ვუკეთებ, სამიღა დარჩა.
ჭვარტლი აღარ სცილდება,
გარეცხვაც არ შველის.
იტყვით, ჭაღის გამოცვლას რაღა უნდაო?!
ისეა დამაგრებული, ვერ ვხსნით!
ჭერი უნდა გამოითხაროს,
რომ ჩამოვიღოთ იქიდან.
ხუთი ნათურა ჰქონდა, ერთი დარჩა,
რამდენიმე დღის წინ გადაიწვა მეოთხე,
აღდგენას არ ექვემდებარება, –
როგორც ბიჭმა მითხრა.
ყველა ნათურის გადაწვას
ჩემს ცხოვრებაში აღსანიშნავ
მოვლენას ვუკავშირებ.
ან უნდა მოვხსნა, მენანება კია,
ან გადავყვები ბოლო ნათურას,
ასე ვფიქრობ!
მაია დიაკონიძე
24.09. 2023 წელი
No comments:
Post a Comment