ციციკორეებს რა დალევს ქვეყნად,
მუდამ მიკვირდა მათი მორალი,
დაატყდებიან სხვებს ქვა და სეტყვად,
ვითომ მტვირთველნი წმინდა ოლარის.
და სამართალი ვერა ჭამს პურსაც,
ფეხისწვერებით დადის ბაგირზე,
ალაპარაკებს ხანდახან კუნძსაც,
ამ ,,სამართალის" შედეგ-ხარისხზე.
თუ არ მივეცით ქვეყანას ფერი,
და დედამიწა შავ ქოფაკს მოჰგავს,
რად ვეთაყვანოთ მარიტას, მერის,
თუ მრისხანება ჩვენშიაც ჰბორგავს.
ადამიანო, იმ ატმის კოკრებს
ნუ შებილწავ და დააზიანებ,
თორემ ერთხელაც ის ციციკორე
შენზედაც დაწერს ცრუ მატიანეს.
No comments:
Post a Comment