შენ მითხარი, რომ დედოფალს ვგავარ,
ვბრწყინავ ისე, როგორც ცვარი ვარდში,
ვერ გამიყოფ ვერასოდეს სხვასთან,
და მიიღებ ჩემს თავს, როგორც არჩივს.
შენ ამბობ, რომ ავაზა ვარ ჭრელი,
წინწკლებს ითვლი, ეფერები ქათიბს,
ჩვენი არის ეს მზიანი ველი,
მივეწვევით გულსავსენი სათიბს.
რომ ცეცხლივით დაგვწვას ვნების ალმა,
ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი,
სიყვარული თუ კი კოსმოსს გასცდა,
ის ცხოვრების დასაწყისი არის.
No comments:
Post a Comment